logo
ENG



"სრულად წოლით რეჟიმზეა" - ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

23 მაი 202214:57
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ის სრულად წოლით რეჟიმზეა გადასული. განცხადება ადვოკატმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

თუთბერიძის თქმით, ელოდებიან სააკაშვილთან ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას, რომელიც შეაფასებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

"ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. როგორც მან მითხრა, ის არის სრულიად წოლით რეჟიმზე, მეც დამხვდა მწოლიარე პალატაში, ამიტომ ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგა ესეთ მდგომარეობაში. მე არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები ან ანალიზის პასუხები, თუმცა როგორც ადვოკატისთვის ცხადია ის, რომ მიუხედავად იმისა, რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილი აქ არის, ჩემი შეფასებით პოზიტიური ძვრები მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. ამჟამად ველოდებით კიდევ ერთხელ ექსპერტების დაშვებას იმიტომ, რომ მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სამედიცინო კუთხით და შეაფასონ მკურნალობა რამდენად ეფექტურია", - თქვა თუთბერიძემ. 


close დახურვა